
ეძებთ მოტოციკლს, რომელიც აერთიანებს სიჩქარის სიყვარულს, დახვეწილ დიზაინსა და ყოველდღიურ მართვის კომფორტს?
Yamaha R7 2023 წლის მოდელი სწორედ ის supersport კლასის შედევრია, რომელიც შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს მართვა, მოსწონს გამორჩეული სტილი და სჯერა მხოლოდ მაღალი ხარისხის.
აღჭურვილია 689 კუბ.სმ-იანი CP2 ორ ცილინდრიანი ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს მძლავრ გადაცემას, აჩქარებასა და რეაქციას.
მისი მსუბუქი, კომპაქტური ჩარჩო და სრულად რეგულირებადი KYB-სამართავი სისტემა იძლევა სპორტულად მკვეთრ, თუმცა კომფორტული მართვის საშუალებას.
R7-ზე სპორტული დასაჯდომი მძღოლს საშუალებას აძლევს იგრძნოს მისი სრული კონტროლი გზაზე ტარებისას.
დახვეწილი აეროდინამიკური დიზაინი, LED განათება და კლასიკური R-სერიის აგრესიული ფორმა ბაიკს ანიჭებს უკონკურენტო ვიზუალს და უფრო თვალსაჩინოს ხდის სხვებისთვის.
ეს მოდელი არ არის შექმნილი მხოლოდ სისწრაფისთვის — იგი ყოველდღიური მოხმარებისთვისაც იდეალურია.
